Monday, May 10, 2010

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები

მთავარი იდეა
გლობალური ეკოლოგიური პრობლემები
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ

მიზნები და შედეგები
ბუნ. IX. 3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოყავს ლოკალურ და გლობალურ გარემოზე ადამიანისზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ.
მოიპოვებს ინფორმაციას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების როლზე მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის პროცესში.
გეგმავს (თანაკლასელებთან ერთად) ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებას, ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე.

შეფასების საგანი და პროცედურები
კრიტერიუმი მინიმალური დამაკმაყოფილებელი საშუალო წარჩინებული
1-3 4-5 6-7 8-10
წინა გაკვეტილზე მიღებული ცოდნის შემოწმება ფრონტალური კითხვებით ვერ პასუხობს კითხვების უმრავლესობაზე და ვერ ასაბუთებს პასუხებს პასუხობს კითხვების თითქმის ნახევარს, მაგრამ ვერ ასაბუთებს პასუხობს და ასაბუთებს კითხვების ნახევარს პასუხობს და ასაბუთებს დასმული კითხვების დიდ ნაწილს
დასკვნა ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს აკეთებს ნაწილობრივ სწორ დასკვნებს აკეთებს ძირითად დასკვნრბს აკეთებს სრულყოფილ დასკვნებს


კრიტერიუმი ინდიკატორი ინდიკატორის შესაბამისი ქულა მიღებული ქულა
თემის გასაგებად წარმოდგენა დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია 1-3
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს 4-5

ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირედი ხარვეზები 6-7
ლოგიკურად არის აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია 8-10
დასკვნები არ არის გაკეთებული 1-3
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა 4-5
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული 6-7
ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული და ორიგინალურია 8-10
აუდიტორიასთან კონტაქტი ვერ ამყარებს კონტაქტს 1-3
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს 4-5
ამყარებს კონტაქტს 6-7
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს 8-10
თვალსაჩინოების გამოყენება არ იყენებს 1-3
იყენებს მწირად 4-5
იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს 6-7
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს 8-10

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
ადამიანის ზოგიერთი ქმედების მავნე ზეგავლენა გარემოზე

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო
წიგნი, რვეული, კომპიუტერი
გ. ქაჯაია, ეკოლოგია, თბილისი 1999
www.spareworld.org

სასწავლო პროექტის მსვლელობა
დედამიწელთა პარტიის პრეზენტაცია: გ.ლეონიძე, გ.ჩოხელი, ვაჟა-ფშაველა- შემოქმმედების ფრაგმნეტები
ეკოლოგიური პრობლემების მიმოხილვა: რა უჭირს, რა სტკივა ჩვენს დედამიწას?!
გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი, ტექნიკური დაბინძურება, ურბანიზაცია, მჟავე ნალექი, ომი და გარემო.
პრობლემების განხილვის პარალელურად მონიტორზე გადის სურათები შესაბამის თემაზე.
განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენს მაიკლ ჯეკსონის კლიპი ”დედამიწა”(the earth)
ერთად დავსახოთ პრობლემათა მოგვარების ხერხები, რა უნდა ვაკეთოთ დედამიწის გადასარჩენად?
ბლიც კითხვები სტუმრებთან: რა კეთდება სკოლაში ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად? იგეგმება, თუ - არა ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანება?

No comments:

Post a Comment